1794648791
დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.










