„ჩვენ გავეცანით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას - ავიღეთ ყოველკვარტალურად გამოქვეყნების შესაძლებლობა“ - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენ გავეცანით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას - ავიღეთ ყოველკვარტალურად გამოქვეყნების შესაძლებლობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ამავე უწყების მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გავეცანით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მაგალითად: ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველ კვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს. რაც შეეხება ავსტრიას, გერმანიას, პოლონეთს, შვედეთს და ნორვეგიას - ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ მონაცემებს. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ყოველკვარტალურად გამოქვეყნების შესაძლებლობა. სამი თვის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს ამ მონაცემებს, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.