რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, გიგი უგულავას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
„დღემდე, ბრალდების მხარე ცდილობს დაადასტუროს, რომ გიგი უგულავა მოერია ბადრი გავაშელიშვილს, მსოფლიო ჩემპიონს, ვნახოთ, დღევანდელი მოწმეები რა ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს და სამართლებრივ მხარეს - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს,"- აცხადებს გიორგი გელხაური.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიგი უგულავას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ედება ბრალი. საქმე ეხება ძიუდოისტის ცემის ფაქტს.