ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი, რომელიც აქციაზე დაშავდა, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. ბესო გაფრინდაშილის თქმით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უცნობმა პირმა პიროტექტიკა დამიზნებით ესროლა.
ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა წინა სამშაბათს. აქციის დროს ვასრულებდი ჩემს სამუშაოს. გადაღების მომენტში მომხვდა გამოსროლილი პიროტექნიკა. დამიზიანდა ხელი. ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ახლა უკეთ ვარ“, – განაცხადა ბესო გაფრინდაშვილმა.
გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი 4 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა.