შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
რუსთავში სროლა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დაკავებული კაცი ამავე ბაზრობაზე აგრო-სექციაში მუშაობდა.
როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა არამხოლოდ სამიზნეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაა, არამედ ახლოს მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც. დაღუპულია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელიც ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ცნობისთვის, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილია.
დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ასევე ნახეთ:
"უბედურება ტრიალებს..." - რუსთავში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ
+17, +22 გრადუსამდე დათბება - ნახეთ, ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე