ზვავსაშიშროების გამო, ამ მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია! - ნახეთ ლოკაციები

ზვავსაშიშროება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ60 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.