ზუგდიდში არსებულმა რუსული ენის შემსწავლელმა ცენტრმა РЯКИ-ი სასწავლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა.

ცენტრი

ზუგდიდში არსებულმა რუსული ენის შემსწავლელმა ცენტრმა РЯКИ-ი სასწავლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა. ცენტრი 2018 წლიდან არსებობს და მასში 100-მდე მოსწავლე ირიცხება.

პედაგოგის თქმით, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, მისი ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, არცერთ მშობელს არ გაუპროტესტებია.

მისი თქმით, ცენტრში სასწავლო პროცესის შეჩერების მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სამხედრო აგრესიაა, რომელიც კვლავ გრძელდება ოკუპანტების მიერ.

„ჩემო მეგობრებო, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსული ენის ცენტრი РЯКИ წყვეტს ფუნქციონირებას, განუსაზღვრელი ვადით!

უმკაცრესი სანქციები და სრული ბოიკოტი რუსეთს!

საკუთარმა ხალხმა უნდა გამოუტანოს პუტინს განაჩენი.

პუშკინის ენა გაანადგურა პუტინმა!!!

სოლიდარობა უკრაინას, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

Слава Україні! Героям слава!", - წერს ელისო კეზუა.

იგი უკრაინის მხარდასაჭერ ყველა აქციაზე მისვლას აპირებს.