1740669441
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვთ მაქსიმალურად მალე აღმოვუჩინოთ დახმარება - გენო პეტრიაშვილი

იმერეთში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც უმრავლესობის დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმერეთში არსებული ვითარება განიხილეს. ქუთაისში იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც.
"ქართული ოცნების" წევრის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება.
"მთელი ქვეყანა მობილიზებულია - ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვთ მაქსიმალურად მალე აღმოვუჩინოთ დახმარება, მალე მივიდნენ ადგილამდე," - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.