ვფიქრობთ, მაქსიმუმ 2-3 დღეში მთლიანად გვექნება დასრულებული გზების სრულად გახსნა. ყველა სოფლის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს - ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა დიდთოვლობის შედეგად მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 2-3 დღეში მთლიანად გვექნება დასრულებული გზების სრულად გახსნა. ელექტროენერგია მიეწოდება მთლიანად მუნიციპალიტეტს, სულ 500 აბონენტი გვყავს, ვისაც შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. გაზი მიეწოდება აბსოლუტურად ყველა აბონენტს. ყველა სოფლის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს”, - განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.