ვარლამ წიკლაური ახალციხის ახალგაზრდულ საბჭოს წევრებს შეხვდა

 ვარლამ წიკლაური ახალციხის ახალგაზრდულ საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში საბჭოს  საქმიანობაზე,  მერიის ახალგაზრდულ პროგრამებზე  და სამომავლო გეგმებზე  იმსჯელეს. ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები გააცნეს, ასევე წარმოადგინეს თავიანთი  იდეები და ინიციატივები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა  ახალგაზრდებს მაქსიმალური თანადგომა და  მხარდაჭერა აღუთქვა, სამომავლოდ ერთობლივი,  ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტებისა თუ  აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენი ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთად ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ ისეთ კრეატიულ იდეებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტისთვის იქნება საინტერესო. ახალგაზრდების ხელშეწყობაჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად ყოველთვის გქონდეთ მხარდაჭერის იმედი“- აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

ახალციხის მერიასთან არსებული  ახალგაზრდული საბჭო 25 ძირითადი წევრისგან და 15 მოხალისისგან  შედგება. მისი  საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ახალგაზრდების კეთილდღეობა და უფლებების დაცვა, განათლება და კულტურა, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და ახალგაზრდული პროექტების წერა. საბჭოს მიზანია, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა და გათვალისწინება.