კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით სალომინაოს, ფერეთას, ზეინდრისა და უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.
შეხვედრაზე სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად სასმელი წყლის რეზერვუარის მოწესრიგება, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კიუეტების მოწყობა და სოფელ ბაგინეთში, სოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წარმოადგინა.
ფერეთაში ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის პრიორიტეტულია ე.წ. წყაროს ტერიტორიის და სოფელ ბაბოთში სოფლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა.
რაც შეეხება ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას სასაფლაოს შემოღობვა, შუაგორაში სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელის კეთილმოწყობა წარმოადგენს.
გორაში მაცხოვრებლებმა საბავშვო ბაღის ატრაქციონის შეძენასა და სასაფლაოს შემოღობვას დაუჭირეს მხარი. ზედა გორაში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნით კი ბუაძეების უბანში ბეტონის გზა დაიგება.
უხუთისა და იმერ-უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ პროექტად სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.