1742752518
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია.
პარალელურ რეჟიმში დაწყებულია გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი.
სამუშაოების მიმდინარეობას, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
სულორში 13 თებერვალს მომხდარი სტიქიის შემდეგ, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად , უმოკლეს ვადაში მოხდა დროებითი გზის მოწყობა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
რაც შეეხება გზის დამეწყრილ მონაკვეთს, კვლავ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშოები, რათა დროულად იქნეს შესაძლებელი სტიქიის სრული ლიკვიდაცია.