წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები... - სამეგრელოში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ქარი

წუხანდელი ძლიერი ქარის გამო ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩებზე წაქცეულია მრავალწლიანი ხეები.
სტიქიამ დააზიანა ელექტრო სადენები, რის შედეგადაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.