1752181699
ცაგერში ნათლისღების სადღესასწაულო წირვა აღევლინა

ცაგერში ნათლისღების სადღესასწაულო წირვა აღევლინა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც აღავლინა მამა გიორგიმ(მდივანი).
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში გადაინაცვლა, სადაც წყალკურთხევის, ნათლობის და განბანის რიტუალები აღასრულა მამა ილარიონმა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.
ნათლისღების მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!