1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტუმარ მღვდელმთავრებთან, აბბა ალავერდელ მიტროპილიტ დავითთან, წალკის ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.
"თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი" - წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.