მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
ქალაქ ცაგერში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, მიმდინარეობს ლადო ასათიანის სახელობის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარეობს ბილიკების,ბულვარის განათების განახლება,კომფორტული დასასვენებელი სივრცეების მოწყობა,იგეგმება დამატებითი გამწვანება და პარკის იერსახის განახლება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ მოადგილეებთან,ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.
,,ცაგერის ისტორიული ბულვარი ლეჩხუმელებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია.,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში პარკს ძველი იერსახეც შეუნარჩუნდება და ახალი,თანამედროვე ელემენტებიც შეემატება.იმედი მაქვს,ლადო ასთიანის სახელობის ბულვარი კიდევ უფრო მოეწონებათ ჩვენი კუთხის მცხოვრებლებს,სტუმრებს და კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება ჩვენი ქალაქისათვის" -აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.