ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად,
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში აქტიურად მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ გადაიჭრება სოფელ ორბელში 100 ოჯახის ხარისხიანი წყლით მომარაგების პრობლემა.სამუშაოები გასული წლის 11 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში  უნდა დასრულდეს.

მერის მოადგილემ აქცენტი სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე გააკეთა.