„სანამ დასაძინებლად წახვალთ, ერთი რამ გახსოვდეთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1781113395
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილეებთან, ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ა/ა/იპ ,,ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი"-ს წარმომადგენლები.
გიორგი ნემსაძემ აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს დაავალა მერის წარმომადგენლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია,რათა დროულად და ორგანიზებულად მოხდეს მოსახლეობის პრობლემების ხელმძღვანელობისთვის გაცნობა.
ასევე,მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან,მიაწოდონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ თემებზე,სხვადასხვა მოქმედ პროგრამებზე.
ასეთი გუნდური მუშაობით მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაც,შესაძლებლობის ფარგლებში,მაქსიმალურად მცირე დროში მოხდება.