1740477955
სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ვთხოვთ თანამოქალაქეებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 577 60 13 04“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გამო მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება.
საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზარალებულ რეგიონში ელექტროენერგიის აღდგენა და სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდაა, რათა მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. ამ მიზნით გურიის რეგიონში მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთო.