სოცქსელში ვრცელდება ბანერი წარწერით - "ომის დაწყების მსურველებს გელოდებით პარლამენტთან"

aqcia parlamenttan

სოციალურ ქსელში მოქალაქეების ერთი ჯგუფი ავრცელებს ბანერს, სადაც რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოში ომის დაწყების რისკებზეა საუბარი.

"დღეს ყველა მოღალატეს და საქართველოში ომის დაწყების მსურველს გელოდებით 19:00 საათზე პარლამენტის წინ", - წერია ბანერზე.

იქვე მითითებული არ არის, ვინ არის აღნიშნული ბანერის ავტორი და სოცქსელში გავრცელების ინიციატორი.