სამუხის ველზე, ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

გადამფრენი მფრინველები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.

„აღსანიშნავია, რომ ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე, 2023 წლის პირველ მარტამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.