რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა გაიხსნა

რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა გაიხსნა

20 წლის შემდეგ პირველად, რუსთავში სამხატვრო გალერეა გაიხსნა.

ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაში, ჩხარტიშვილის ნამუშევრების სერიის - „წელიწადის ოთხი დრო ჩემი ეზო“- გამოფენით გაიხსნა.

უნიკალური ნამუშევრების სერია, მხატვარმა რუსთავში ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა. სამხატვრო გალერეა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, 2005 წელს გაიყიდა და მას შემდეგ, რუსთაველ მხატვრებს, დახურული საგამოფენო სივრცე აღარ ჰქონიათ.