„მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ - გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს
1786390020
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები , საგამოფენო სივრცე ( მუზეუმი), შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა. რგპფ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულებაა 1 341 758 ლარი.
რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
„ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა არამხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური სასწავლებელია.
მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ. მჯერა, რომ სამუსიკო სკოლა ნებისმიერი დონის საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას ღირსეულად უმასპინძლებს , ხოლო ამ სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ და ქუთაისს ასახელებენ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მ . ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურის სამუსიკო სასწავლებლის გახსნის ცერემონიალი კონცერტით დასრულდა , რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლებლის აღსაზრდელები, კამერული ორკესტრი და ბავშვთა გუნდი.
ღონისძიებაზე ქუთაისის მერიამ სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.