„ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა...“ - ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები გლოვობენ
1752396040
ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში განახლება იწყება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მალე დაიწყება შალვა რადიანის სახლ - მუზეუმის განახლებას გულისხმობს. ტერიტორიაზე არსებული სახლ - მუზეუმის, დამხმარე ნაგებობების განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას 257 137 ლარი მოხმარდება. წელს, ასევე მოხდება ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის, გიორგი სალუქვაძის სახლ - მუზეუმის განახლება. პროექტისთვის გათვალისწინებულია 118 916 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.