ონში, სოციალურად დაუცველ უსინათლო და ეტლით მოსარგებლე პირებს სასურსათე პაკეტები გადაეცათ

ონი

ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უსინათლო და ეტლით მოსარგებლე პირებს, მერმა  სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სასურსათე პაკეტები გადასცა.აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით, ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ჩართულობით განხორციელდა.