ონის მუნიციპალიტეტს სიგრიდ ბრეტელი ეწვია

ონი

ევროკავშირის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და მზია გიორგობიანი- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ონის მუნიციპალიტეტს ეწვიენ.  სტუმრებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი- სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მოინახულეს სპორტული დარბაზი, სადაც, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80-ზე მეტი მოჭიდავე ივარჯებს.

დასრულებული ახლადრეაბილიტირებული  წყაროები და მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც ონში ადგილობრივებისთვის ახალ დასასვენებელ სივრცეს ქმნის.  მუნიციპალიტეტის ვიზიტორებს ექნებათ საშუალება მოახდინონ სამკურნალო წყლების დაგემოვნება და დაისვენონ ესთეტიკურ გარემოში, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი რესურსების ათვისებას.

ზემოთხსენებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას"ფარგლებში მიმდინარეობს , რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.