მარტვილში ჭყონდიდობას აღნიშნავენ

გიორგი ჭყონდიდელი

დღეს მარტვილში ჭყონდიდობაა. დავით აღმაშენებლის გამზრდელის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება.

მთელი დღის განმავლობაში, მარტვილში თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. დღესვე მარტვილის საპატიო მოქალაქეებს დააჯილლდოებენ.

ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში.

მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო.ღონისძიება საღამოს გელა გნოლიძის ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდება.