ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც დავალიანება ჩამოეწერა - დეტალები
1740432482
გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი, გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.