გრიგოლეთი-სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოქმედებს.

შეზღუდვა იყო დაწესებული მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზეც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა მოიხსნა და აღნიშნული სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.