1780861735
დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში,საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 383 754 ლარია. ამ მომენტისთვის უკვე გადახურულია შენობა, შეცვლილია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო, იატაკის, ჭერისა და კედლების დამუშავების პროცესი.პროექტის ფარგლებში შეიცვლება ელექტრო გაყვანილობა, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, გაილესება და შეიღებება შენობის გარე ფასადი, ასევე მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.
სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდ კინგს“-ი მუშაობს.
სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე სამუშაოები ვადების დაცვით ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად , პროექტი 30 მაისს უნდა დასრულდეს.
თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირებული სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღი, აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, ბაღში იფუნქციონირებს „ბაგა“ ჯგუფიც.
შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის სრულად იქნება ღჭურვილი ბავშვის მოვლისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო რესურსით.






