1740687768
„დიდი მადლობა ხელვაჩაურის მერიას და ბატონ ზაზა დიასამიძეს, რომელმაც ხალხის დასახმარებლად გამოგზავნა ტრანსპორტი“ - რევაზ გორაძე

ადგილობრივი მცხოვრები რევაზ გორაძე ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, განსაკუთრებით, ბატონ ზაზა დიასამიძეს,
რომელმაც, ხალხის დასახმარებლად და ჩემი ოჯახის წევრის გადასაყვანად, გამოგზავნა ტრანსპორტი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს. უამინდობის გამო გართულებულია გადაადგილება. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეწყვეტილია სწავლა.