დაისაჯონ მოძალადეები - აქცია ზუგდიდში

აქცია

ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობის ტერიორიასთან მიმდინარეობს აქცია, რომლის ორგანიზატორიც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, პარალერულად აქ იმყოფებიან ,,დროას” წარმომადგენლებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც.

აქტივისტებმა ადგილზე საპროტესტო ხასიათის პლაკატები მოიტანეს, სადაც წერია, ,,სისტემა ყარს” ,,არა მილიციას” ,,სისტემა ყრუა და ამუნჯებს ხალხს” ,,შემდეგი მსხვერპლი შეიძლება შენ იყო”. ადგილზე აქციის პარალერულად მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის მონაწილეებმა, ანა წითლიძემ და ხათუნა შამუგუამ პოლიციის შენობის მიმდებარედ, ასპალტზე საპროტესტო წარწერის გაკეთება სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

"ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი იყო ის მოძალადე, ვინც კადრებში ჩანდა, რომელმაც ქალს დაარტყა. გუშინწინ პოლიციამ სმენადაქვეითებულზე იძალადა და ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩიოს, რომ ვცხოვრობთ სისტემაში, სადაც პოლიციელს შეუძლია იყოს ცრუ მოწმე. სხვათაშორია, ამ პოლიციელებმა უკანონოდ ჩაუდეს იარაღი ყოფილ თანამშრომლებს. ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩვიოს, რომ კი, სისტემას შეუძლია იძალადოს", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, თუ რამე უნდა დაინგრეს ქვეყანაში, ეს საბჭოური საპოლიციო სისტემაა და უნდა ჰყავდეს ქვეყანას კანონზე ორიენტირებული პოლიცია.