ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

ამ ეტაპზე, ახალ ბულვარში, განათების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, რაც ენერგოეფექტური განათების მოწყობას ითვალისწინებს. როგორც, არჩილ ანთაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია სამუშაოების მაღალი ხარისხით, დაგეგმილ ვადებში შესრულება.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული სივრცეების ხე-მცენარეებით გამდიდრებასა და საბაღე ინფრასტრუქტურის განახლებას დაეთმობა. 
ბულვარის ხელმძღვანელი, მებაღეებსა და ტექნიკურ ჯგუფს შეხვდა და მათგან მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ბათუმის ბულვარში, ამ დროისთვის მრავალწლოვანი ხე-მცენარეების აკვრა-შეფუთვა, სასეირნო ბილიკების მოწესრიგება, ახალი განათების ქსელის მოწყობის პროექტი და საახალწლო განათებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება მიმდინარეობს.