საყურადღებო ინფორმაცია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1734095758
1 ნოემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ასპინძაში სს ,,საქართველოს კლინიკების’’ ასპინძის კლინიკაში (შალვა ახალციხელის I ) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა.
სკრინინგულ აქცია ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილურმა გუნდმა ჩაატარა.
კამპანია იმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდითა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიასთან და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით.