აქცია ონარიაში - თხილის პლანტაციაში დასაქმებულები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

აქცია

ზუგდიდის სოფელ ონარიაში აქცია იმართება. თხილის პლანტაციაში დასაქმებულები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

მუშები ამბობენ, რომ კომპანია "აგრი ჯორჯია" 1 კგ თხილის მოგროვებისთვის თითო ადამიანს 50 თეთრს უხდის.
მათ თხილნარში თხილი უნდა დაბერტყონ, შეაგროვონ და შემდეგ პლანტაციიდან შესაბამის პუნქტში მიიტანონ.
მუშები ითხოვენ, რომ ანაზღაურება 20-30 თეთრით გაიზარდოს.

ისინი ამბობენ, რომ ფასები ყველაფერზე მომატებულია და ანაზღაურება დღევანდელობასთან შესაბამისობაში არ მოდის.

მუშები 3 სხვადასხვა ადგილზე არიან შეკრებილები, რადგან კომპანიამ მიკროავტობუსებს, რომლებითაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებამდე მიდიან პროტესტის მონაწილეების ერთ ლოკაციაზე მიყვანა აუკრძალა.აქციის მონაწილეები ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან ჯერჯერობით ამ დრომდე არავინ მისულა.