„ალი და ნინოს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მალე განახლებული განათება-მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ფუნქციონირებას

ალი და ნინო

ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა „ალი და ნინო“ მალე განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას.

სიყვარულის მოძრავ სკულპტურას, ავტორის - თამარ კვესიტაძის, კომპანია „თკ სტუდიო“-ს მიერვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. საავტორო გადაწყვეტილებით, კომპლექსურად შეიცვალა მოძრაობის და ღამის განათების სისტემა, რომლის მიხედვითაც სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდება.

ქანდაკება „ალი და ნინო” განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას.