სტიქიის შემდეგი ტალღა – რა ხდება დიდთოვლობის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ
1740639958
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მათივე ცნობით, 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
„პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების ადგილზე მიწოდება.
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, ჩართულია თავდაცვის ძალები, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.