VIDEO: რა არის რეალურად მზის დაკვრა და როგორ ავირიდოთ თავიდან ორგანიზმის გადახურება - ნახეთ, ზაზა თელიას რჩევები

ზაზა თელია

ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით შესაძლოა, სითბური დაკვრა მივიღოთ. რა სიმპტომებით შეიძლება, გავიგოთ, რომ სითბური დაკვრა განვითარდა, ვინ არიან რისკ ჯგუფებში და რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

არსებობს საგანგაშო ნიშნები, როცა სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთ და შეიძლება, ადამიანის კლინიკაში გადაყვანაზეც ვიფიქროთ. საყურადღებო ნიშნებია: სხეულის ტემპერატურა თუ 40 გრადუსი ან მეტია
ადამიანი უგონო მდგომარეობაშია; დახმარებიდან 30 წუთის განმავლობაში ისევ ცუდად გრძნობს თავს
კანი ცხელია, არ ოფლიანობს, მშრალი და წითელია; გული სწრაფად უცემს; სუნთქვა გახშირებულია ან პირიქით, გაძნელებული; აქვს გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა.

ჩამოთვლილი სიმპტომები მოზრდილებსა და ბავშვებში ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, ბავშვებში აღნიშნულ სიმპტომებს შესაძლოა, გაღიზიანებადობა დაემატოს.

სითბური დაკვრის დროს რისკ ჯგუფებში შედიან:

ბავშვები
ხანდაზმულები
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ინსულტი.


რა უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარებისათვის?

დაუყოვნებლივ გადავადგილდეთ გრილ ადგილას
ყველა არასაჭირო ტანსაცმელი, მაგალითად, მოსაცმელი, წინდები გავიხადოთ
ცივი წყლის, სპორტული სასმელის მიღება
კანის გაგრილება - ცივი წლის სპრეი, ცივი საფენები
ტანსაცმელში გახვეული ყინულის კუბების მოთავსება იღლიის ქვეშ ან კისერზე. ყინულის პირდაპირ ყინულის კანზე მოთავსება არ შეიძლება. ამით შესაძლოა, დამწვრობა გამოვიწვიოთ.
დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს.

რა შეიძლება, გავაკეთოთ პრევენციისთვის?

უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობის ცივი სასმელი, უპირატესად, წყალიუნდა ვატაროთ ფერადი და თავისუფალი ტანსაცმელი, მუქი ფერის ტანსაცმელი სითბოს იზიდავსმოვერიდოთ მზეზე ყოფნას 11-დან 15 საათამდემოვერიდოთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებასმოვერიდოთ სიცხეში ინტენსიურ ვარჯიშს. არ ვივარჯიშოთ მზეში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ბავშვებზე. მაგალითად, ფეხბურთის, რაგბის შემთხვევაში, როდესაც მათ გარეთ, მოედანზე უწევთ ყოფნა, 11-დან 15 საათამდე პერიოდში არ უნდა ვავარჯიშოთ. არ შეიძლება, ბავშვმა მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიური დასხივების ქვეშ ივარჯიშოს. ძალიან მაღალი რისკია, რომ სითბური დაკვრა განუვითარდეს.