VIDEO: მითია თუ რეალობა, რომ ღამე ჭამა ასუქებს? - რას ამბობენ ექიმები

ღამე ჭამა

ასუქებს თუ არა ღამე ჭამა? - ამ თემაზე „რუსთავი 2-ის" გადაცემა „ექიმებში“ ისაუბრეს. 

მითია თუ რეალობა, რომ ღამე ჭამით, შესაძლოა, გასუქდეთ, - ექიმებს ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრებები და რჩევები აქვთ.

ექიმ რეზო ომიაძის თქმით, ის, რომ ღამე ჭამა ასუქებს - მითია. 

,,სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ღამით მივირთმევთ საკვებს, ადამიანის ორგანიზმი იმავენაირად გადაამუშავებს და მოინელებს, როგორც დღისით", - ამბობს ექიმი. 

,,ძილის პროცესში მეტაბოლიზმი ნელდება, თუმცა, ის არასდროს წყვეტს მუშაობას, რადგან კალორიები ძილშიც გვჭირდება, თუმცა როცა გვღვიძავს, უფრო მეტ კალორიას ვწვავთ", - ამბობს ლევან რატიანი. 

ექიმ ლევან ქარაზანაშვილის თქმით, ,,წონის მატება-შენარჩუნების პროცესში მხოლოდ ერთ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენ კალორიას მივიღებთ დღე-ღამის განმავლობაში და რამდენს ვხარჯავთ".

იმისთვის, რომ ღამით კვებისას არ წონაში მოვიმატოთ, ექიმები დაბალკალორიული საკვების რაციონს გვირჩევენ. 

ვრცლად, ნახეთ, ვიდეო ⬇️