„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
ვაშლი ერთ-ერთია იმ ხილს შორის, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ბევრი ვაშლს ისე მიირთმევს, რომ მხოლოდ ყუნწს ტოვებს. გადაცემაში „ექიმები“ ვაშლის კურკიანდან მირთმევის საზიანო ეფექტზე ისაუბრეს.
„ვაშლის კურკას განსხვავებულ გემოს ციანიდი აძლევს, კურკა შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, მისი გარკვეული დოზის ზემოთ მოხმარება ტოქსიკურ ეფექტს იძლევა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დიდი დოზით ციანიდი წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთლობისთვის. თუმცა კურკა დიდი რაოდენობით არ შეიცავს ამ საზიანო ნივთიერებას და ამიტომ ის საფრთხის შემცველი ვერ იქნება. მაგრამ თუკი რამდენიმე ვაშლს კურკიანად მიირთმევთ ამას შესაძლოა გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეს - გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შფოთვა“ - ამბობს გადაცემა „ექიმებში“ ლევან რატიანი.
ამასთან ექიმმა განმარტა, რომ ვაშლის კურკა გარედან დაფარულია გარსით, რომელზეც ვერ მოქმედებს კუჭის წვენი და მასში არსებული ნივთიერება სისხლში არ შეიწოვება და ამდენად, მნიშვნელოვან გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ვერ ახდენს.