შეცდომები, რომლებსაც ადამიანები ყავის მომზადებისას უშვებენ - გადაამოწმეთ, სწორად ადუღებთ თუ არა ყავას

ყავა

ბევრი მიჩვეულია დღის დაწყებას ფინჯანი გამამხნევებელი ყავით. თუმცა, მისი მომზადების დროს დაშვებულმა შეცდომებმა, შესაძლოა ამ ჯადოსნურ სასმელს გემო დაუკარგოს.
დაფქული ყავის ყიდვა
მაღაზიაში მზა დაფქული ყავის შეძენით თქვენ ყავის ნამდვილ გემოს ვეღარ შეიგრძნობთ.  ფაქტია, რომ დაფქული ყავა პრაქტიკულად არ ინარჩუნებს გემოს, ის მარცვლებიდან უნდა დაფქვათ უშუალოდ გამოყენებამდე.

ყავის დიდი პაკეტების ყიდვა

ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია ყავის მარცვლების შეფუთვა, რომელსაც მაღაზიაში ყიდულობთ, მით უფრო იაფია მისი ღირებულება. მაგრამ ეს ალბათ დიდი შეფუთვის ერთადერთი უპირატესობაა, რადგან ამგვარ შეფუთვაში შენახული ყავა სწრაფად კარგავს გემოსა და არომატს.

ყავის არასწორი შენახვა
ყავა ითვისებს სუნს და კარგავს გემოს, ამიტომ შეფუთვის გახსნის შემდეგ ის უნდა ინახებოდეს ჰერმეტულ, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, რომელიც მოშორებულია სხვა პროდუქტებისა და მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებებისგან. ეს ერთადერთი გზაა მისი არომატისა და გემოს შენახვის ვადის გასაგრძელებლად.

ონკანის წყლის გამოყენება
ამჟამად ცოტა ადამიანი იყენებს ონკანის წყალს, ურჩევნია ჩამოსხმული ან სპეციალური ფილტრებით გაწმენდილი. თუმცა ეს ფაქტორიც უარყოფითად მოქმედებს ყავის გემოსა და ხარისხზე.

ყავის მოდუღება მდუღარე წყლით
ყავის ბევრი მოყვარული სერიოზულ შეცდომას უშვებს, როცა მას ადუღებულს წყალს ასხამს. ეს უარყოფითად მოქმედებს სასმლის გემოზე და ართმევს მას ნაზ არომატს. ყავა უნდა მოხარშოთ წყალთან ერთად 92-95°C ტემპერატურაზე. ის არასოდეს უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე.

არასწორად მადუღარას გამოყენება

ყავის მოსადუღებლად საუკეთესოა სპილენძის ჯეზვე. სპილენძს აქვს უკეთესი თბოგამტარობა, ის თანაბრად ათბობს სასმელს და უკეთ ინარჩუნებს გემოს. ალუმინისა და ფოლადის მადუღარები თავიდან უნდა მოიშოროთ, რადგან ისინი ამცირებენ ყავის ხარისხს.

არასწორი ჭურჭლის გამოყენება უცნაურია, მაგრამ ფინჯანი, საიდანაც ყავას სვამთ, ასევე მნიშვნელოვანია სასმლის გემოსა და არომატის შესანარჩუნებლად. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ყავის დალევა ნებისმიერი პლასტმასის ჭიქიდან. ფაიფურის ან სპეციალური მინისგან დამზადებული პატარა ჭიქები საუკეთესოდ შეეფერება ყავას.

✕