შეცდომა, რომელსაც თვალის სიწითლის დროს ხშირად ვუშვებთ

თვალი

რუსთავი 2-ზე გადაცემა „ექიმებში“ თვალის სიწითლის შესახებ ისაუბრეს. ექიმებმა აღნიშნეს, რომ თვალის მდგომარეობით ბევრი დაავადების აღმოჩენა შეიძლება. ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი კი თვალის სიწითლეა, რომლის მიზეზიც მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს. სიწითლეს ხშირად თვალის წვეთებით მკურნალობენ.

„სიწითლის დროს ადამიანები ხშირად შედიან აფთიაქში და სხვადასხვა სახის წვეთებს ყიდულობენ, რომლებსაც გამათეთრებელი ეფექტი აქვს. ეს არის ე.წ. ვაზუკოსტრუქტოლი , ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თვალზე და მხედველობის დაქვეითებაც კი გამოიწვიოს“ - ამბობს ექიმი ოფთალმოლოგი რეზო ომიაძე.

თვალის სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ვადაგასული კოსმეტიკა.