რომელი ტანსაცმლის ტარებაა საშიში თვითმფრინავში - ამან შესაძლოა, გამოიწვიოს დამწვრობა

ბორტი

ბორტგამცილებელმა განმარტა, თუ რატომ უნდა მიაქციონ თვითმფრინავის მგზავრებმა სათანადო ყურადღება ტანსაცმლის არჩევანს. მხოლოდ ერთმა არასწორმა ტანსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება.

ესპანელმა ბორტგამცილებელმა განმარტა, რომ სასურველია არ ვიფრინოთ შორტებითა და სანდლებით. 

„არასოდეს იფრინოთ შორტებით”, - თქვა ბორტგამცილებელმა.

ქალმა განმარტა, რომ ავარიული დაშვების შემთხვევაში, მგზავრებს მოუწევთ თვითმფრინავის დატოვება გასაბერი სლაიდების გამოყენებით. დაღმართის დროს კი შიშველი კანი შეიძლება ძლიერ დაზიანდეს.

„თუ გადაუდებელი შემთხვევაა და აუცილებელია ევაკუაცია, თვითმფრინავიდან გასაბერი სლაიდები იშლება და ყველა მგზავრი უნდა გადმოხტეს სიჩქარით, ამ დროს კი  შეიძლება დამწვრობა მიიღოთ, ხაზგასმით აღნიშნა ბორტგამცილებელმა.

იგი გვირჩევს ფრენის დროს გრძელი შარვლისა და წინდების ტარებას. ის ასევე გირჩევთ დახურული ფეხსაცმლის არჩევას.