როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს უთოსგან გაჩენილი დამწვრობის კვალი - მარტივი ხრიკები

დაუთოება

როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს დამწვრობის კვალი?

ახალ, ზედაპირულ დამწვრობას ჩვეულებრივი სარეცხი საპნით გაუმკლავდებით.
უთოსგან გაჩენილ დამწვრობის კვალს ეფექტურად უმკლავდება ჩვეულებრივი, საჭმელი სოდა. დაასველეთ დაზიანებული ადგილი წყლით და ცოტაოდენი სოდა მოაფრქვიეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მშრალი ღრუბლით ან პირსახოცით დაიწყეთ სოდის ნარჩენების მოცილება (სასურველია, კიდეებიდან ცენტრის მიმართულებით). თუ ლაქა მთლიანად არ გაქრა, პროცედურა გაიმეორეთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო, დაზიანებული ადგილი თბილი წყლით დაასველეთ და ბლომად მარილი მოაყარეთ. როცა ქსოვილი გაშრება, ლაქა უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ.
დამწვრობის კვალს კარგად უმკლავდება ლიმონი. დაზიანებულ ადგილს ლიმონის წვენი მოასხით და შაქრის პუდრა მოაყარეთ. როცა ეს ნაზავი გაშრება, ქსოვილი ცივ წყალში გარეცხეთ.
უთოს დამწვრობას ეფექტურად აშორებს ძმრისა და წყლის ნაზავი (პროპორცია: ძმარი 2, წყალი 1).
კარგი მეთოდია წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) გამოყენებაც. მოასხით სითხე დაზიანებულ ადგილს, აცადეთ გაშრობა და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს ბალახის ლაქა

ბალახის ლაქების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი საშუალება მარილიანი წყალია - ერთ ჭიქა წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი:

დალაქავებული ტანსაცმელი ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბეთ, შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მარილიანი წყალი, ბალახის გარდა, ეფექტურია მელნის, ღვინის, ოფლისა და ცხიმის ლაქებთან საბრძოლველად.

ბალახის ლაქებს კარგად ებრძვის დენატურირებული სპირტი:

ბამბის ტამპონი სპირტში დაასველეთ და დალაქავებული ადგილი გაწმინდეთ, სანამ ლაქა მთლიანად არ გაქრება. ამის შემდეგ ქსოვილი ცხელ წყალში და სარეცხ ფხვნილში ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.ბალახის ლაქებს კარგად აუფერულებს თეთრი ღვინის ძმარი ან ნიშადურის სპირტი: დალაქავებული ადგილი ძმარში ან სპირტში დასველებული ტამპონით გაწმინდეთ და თბილ წყალში გარეცხეთ.ბამბის ქსოვილიდან ბალახის ლაქების ამოყვანა შესაძლებელია სამპროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით (პერეკისი), თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ თეთრ ტანსაცმელზე გამოიყენება.ამ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებების დახმარებით ტანსაცმელს უსიამოვნო ლაქებსაც მოაშორებთ და არც დააზიანებთ.