რატომაა სასარგებლო უზმოზე თბილი წყლის დალევა

წყალი უზმოზე

თბილი წყლის დალევა დილაობით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სუფთა წყლის რეგულარული მიღებით შეიძლება დავიცვათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი სხვადასხვა დაავადებებისაგან. დილით, უზმოზე ერთი ჭიქა თბილი წყალი ორგანიზმში აუცილებელი ბიოქიმიური პროცესების გამშვებად გვევლინება.

წყლის ტემპერატურა შეიძლება იყოს 40-50 გრადუსი. ამ ჩვევის დამკვიდრებისას ადამიანი მალევე შეამჩნევს, რომ საჭმლის მონელება, კუჭუკანა ჯირკვლის, ნაწლავების და ზოგადად მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

წყლის ტემპერატურა მნიშვნელოვანია. ცივი ან ოთახის ტემპერატურის წყლის მიღებისას, ორგანიზმს ენერგიის დახარჯვა მოუწევს მის დასაწვავად. 

სუფთა თბილი წყალი მაშინვე გადის კუჭს, 12-გოჯა ნაწლავს და ამუშავებს ყველა ორგანოს.

წყალში ლიმონის წვენი დამატებაზე სჯობს თავი შევიკავოთ.