რა მოხდება თუ ტანსაცმელს შემთხვევით უკუღმა ჩაიცვამთ… - მინიშნებები სამოსთან დაკავშირებით

ტანსაცმელი

ტანსაცმელი ადამიანისთვის ყოველთვის ისეთივე აუცილებელი იყო, როგორც კანი. ამიტომ მასთან დაკავშირებით ყველა ეპოქაში უამრავი ცრურწმენა და მინიშნება არსებობდა, რასაც ჩვენი წინაპრები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი ჩვენგანი დღესაც, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი ენდობა და ითვალისწინებს ძველებისგან შემორჩენილ რწმენებს.

ვნახოთ, რა მინიშნებები არსებობდა წარსულში და რისი სჯეროდათ ჩვენს ბებია-ბაბუებს სამოსთან დაკავშირებით.

ცრურწმენები და მინიშნებები ტანსაცმელთან დაკავშირებით

როცა პირველად იცვამთ ახალ ტანსაცმელს, ჩაიფიქრეთ სურვილი — აგისრულდებათ. თუ ამ ტანსაცმელს ჯიბეც აქვს, ჩადეთ მონეტა — ეს ფულს მოგიტანთ;

დღესასწაულებზე (ახალი წელი, დაბადების დღე, შობა…) აუცილებლად ჩაიცვით ახალი ტანსაცმელი — ეს კეთილდღეობას მოგიტანთ;

ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენისას დარწმუნდით, რომ საფულეში ფული დაგრჩათ, რადგან „უკანასკნელი გროშების“ დახარჯვა გარდერობის განახლებაზე უფულობას მოასწავებს;

თუ ტანსაცმელს უკუღმა პირით ან შეტრიალებულს ჩაიცვამთ, ცუდის ნიშანია — იმ დღეს უსიამოვნებას მოასწავებს. უარყოფითი ზეგავლენის აღმოსაფხვრელად  უნდა ჩაიცვათ სხვა რამ. თუმცა ეს თავისებურება არ ეხება ქვედა საცვლებს. აქ ყველაფერი პირიქითაა: თუ საცვალი შემთხვევით უკუღმა ჩაიცვით, იღბალი მთელი დღე თქვენ გვერდით იქნება; ნახეთ სრულად