პედიატრი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ბავშვის დილის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს

საუზმე

ყველა მშობლისთვის უმთავრესი საკითხი ბავშვის კვებაა. პედიატრი თემურ მიქელაძე ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვის დილის რაციონში უნდა შევიდეს.

„ცხოვრების ჯანსაღი წესი სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას მოიაზრებს. მნიშვნელოვანია, რაციონში იყოს ხორცი, ბოსტნეული, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები და ა.შ. დილით ვაშლი, რომლის მეშვეობითაც, ორგანიზმი იღებს მინერალებს, ვიტამინებს, ბოჭკოს და ა.შ.“ - ამბობს ექიმი.