მარტივი ხერხი ადამიანის ამოსაცნობად - დააკვირდით როგორ ხსნის ის საჩუქარს

საჩუქარი

როგორც ცნობილია, ადამიანის სხეულის ენა ბევრ რამეზე მეტყველებს. მასზე დაკვირვებით შეგვიძლია ადამიანის ხასიათიც ამოვიცნოთ. ამერიკელი ფსიქოლოგი, ალეინ კანი გვთავაზობს ხრიკებს, როგორ გავიგოთ სხვისი ხასიათი მარტივი ხერხით - დავაკვირდეთ, როგორ ხსნის ადამიანი მირთმეულ საჩუქარს:

​იგი აკურატულად ხსნის შესახვევ ქაღალდს, ისე რომ არ დახიოს და დააზიანოს – ესე იგი, დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია, არასოდეს გადააგდებს იმას, რის გამოყენებაც ჯერ კიდევ შეიძლება.

შეფუთულ ნივთს სწრაფად ახევს ქაღალდს – იგი იმპულსური და ემოციური პიროვნებაა, სულის სიღრმეში ბავშვია. ადამიანებს მისი ბავშვურობა და გულუბრყვილობა ძალიან მოსწონთ.

თავდაპირველად შეფუთულ პაკეტს ხელით სინჯავს – ამ ადამიანს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. შეფუთული საჩუქრის გასინჯვისას ისეთივე სიამოვნებას იღებს, როგორსაც საჩუქრის ნახვისას.

მიღებული საჩუქრის დემონსტრირება უყვარს – ამ პიროვნებას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა გართობა. თუ მის საჩუქრებს შორის ტანსაცმელი აღმოჩნდება, მაშინვე ჩაიცვამს და სტუმრების წინაშე წარდგება.

საჩუქარს დიდხანს არ ხსნის – იგი ჩაფიქრებული და გულჩათხრობილი პიროვნებაა. მას მოლოდინი გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე საჩუქრის ნახვა.

საჩუქარს მხოლოდ მაშინ ხსნის, როცა მარტო რჩება – ეს პიროვნება ამჯობინებს, მისი გრძნობები სხვებისგან დაფარული იყოს. ის ადამიანები, რომლები მას რაიმეს ჩუქნიან, პასუხად ზრდილობიან მადლობას იღებენ, მაგრამ ვერასოდეს იგებენ იმ პიროვნების ნამდვილ რეაქციას მიღებულ საჩუქარზე.