1752349956
ბევრი და-ძმა მოზარდებში ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნიშნავს - კვლევა

მუდმივი ჩხუბი და-ძმებს შორის, გარკვეულწილად, „ნორმალური" მოვლენაა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური სტაბილურობა პირდაპირ დამოკიდებულია მათი და-ძმების რაოდენობაზე – რაც მეტია, მით მეტი პრობლემაა.
ფსიქოლოგებმა შეისწავლეს საშუალო სკოლის ასაკის ბავშვების ქცევა და ფსიქიკური მდგომარეობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში. საოჯახო საკითხების ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ოჯახების ბავშვებს ოდნავ უარესი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე პატარა ოჯახების ბავშვებს. ეს ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ოჯახებში, სადაც და-ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელი ან ნაკლები იყო.
მკვლევრებმა გამოკითხეს 9100 მერვეკლასელი შეერთებულ შტატებში და 9400 ჩინეთში (საშუალო ასაკი 14), დაუსვეს მათ კითხვები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა კონკრეტული კითხვები ოდნავ განსხვავდებოდა ქვეყნებს შორის. ჩინეთში, თინეიჯერებმა, რომლებსაც და-ძმა არ ჰყავდათ, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა აჩვენეს. აშშ-ში ბავშვებს, რომლებსაც არ ჰყავდათ და-ძმა ან მხოლოდ ერთი, აღმოაჩნდათ, რომ მსგავსი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ.
კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტი და-ძმა ჰყავს ბავშვს, მით უფრო უარესია მათი საერთო ფსიქიკური ჯანმრთელობა. უფრო მეტიც, ეს ტენდენცია უფრო ძლიერი იყო იმ ბავშვებში, რომლებსაც ჰყავდათ უფროსი და-ძმები.
კვლევის თანაავტორი, სოციოლოგიის პროფესორი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ), დუგ დაუნი, ვარაუდობს, რომ ასეთი ტენდენციები „მშობლის რესურსების“ ნაკლებობის შედეგია.
ასევე ნახეთ:
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფინანსური იღბალი ეწვევათ
დადეთ ბალიში ამ ადგილას ძილის დროს და შედეგი გაგაკვირვებთ - როგორ გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი