5 რამ, რაც ბავშვებთან არ უნდა განიხილოთ

მშობლები

ბავშვები იმაზე მეტ ინფორმაციას იგებენ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ისინი შთანთქავენ არა მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით, არამედ ყველაფერს, რასაც მათი თანდასწრებით ვლაპარაკობთ. ეს ხდება მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ არ გვისმენენ.

ექსპერტი ასახელებს 5 თემას, რაც ბავშვებთან არ უნდა განიხილოთ:

1. საუბარი ადამიანების სხეულზე

ბავშვები ძალიან სწრაფად იმახსოვრებენ ნეგატიურ კომენტარებს საკუთარ გარეგნობაზე ან სხვა ადამიანებზე, აღნიშნა ოჯახის თერაპევტმა.

„ბავშვები ღრუბლებს ჰგვანან და შთანთქავენ ყველაფერს, რასაც ისმენენ. თუ ისინი მოისმენენ სხეულის კრიტიკას, ამან შეიძლება მომავალში გამოიწვიოს თვითშეფასების და სხეულის იმიჯის პრობლემები", - განაცხადა ექსპერტმა.

გარეგნობის შესახებ ნეიტრალურ კომენტარებითაც კი, შესაძლოა, ბავშვები შეშფოთდნენ.

2. სხვა მშობლების ან მეურვეების კრიტიკა

მეორე მშობლის მიმართ უარყოფითი შენიშვნების თავიდან აცილება მნიშვნელოვანი პრინციპია. ამით შეიძლება ბავშვმა აირჩიოს მხარეები ან იგრძნოს პასუხისმგებლობა სიტუაციაზე. გარდა ამისა, ამან შეიძლება დააზიანოს ბავშვის ურთიერთობა მეორე მშობელთან.

3. ბავშვის შედარება ძმებთან ან დებთან

მშობლებმა თავი უნდა აარიდოთ ბავშვის სხვებთან შედარებას, რადგან ამან შეიძლება ბავშვებს შორის კონკურენცია და კონფლიქტი გამოიწვიოს.

„ასეთი შედარება იწვევს უკმაყოფილებას, ეჭვიანობას და დაუცველობას,” - განმარტა მან.

მაგალითად, ფრაზა „შენ კარგი შვილი ხარ, შენი ძმასავით არ მაწუხებ“ .

4. ფულის საკითხები მოზარდებისთვის

ბავშვთა ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ბავშვებს არ აქვთ ზრდასრულების მიერ ფინანსური საკითხების გაგების უნარი და შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რამაც გამოიწვიოს შიში ან შფოთვა.

5. საუბრები, რომლებიც განადიდებენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებას

თერაპებტმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარმა თუნდაც იუმორით, შესაძლოა ბავშვებში ინტერესი გააღვივოს და გარისკონ, რომ გასინჯონ ესა თუ ის ნივთიერება.